ლევან ვასაძე -  ჩემი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში

ხვალ დილით დავაანონსებთ შეხვედრას, რომელზეც განვმარტავთ სამოქმედო გეგმას, როგორ ჩავშლით გარყვნილებას, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.

„აგრესიის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ჩვენ გვესხმიან თავს გარედან დაფინანსებული ძალები, რომლებიც გვირყვნიან შვილების თაობას, თითოეულ თქვენთაგანს ახვევენ თავზე იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული. ჩვენ ვართ თავდაცვის ფორმაში. ჩემი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა იქ ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს