ლევან ვასაძე - ჩვენს  შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, სიბილწის პროპაგანდისტებს  არ ვაზეიმებთ

ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ - ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, ანტიკავკასიურ, ანტიტრადიციულ ცხოვრების წესს სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულმა ლევან ვასაძემ განაცხადა.

ვასაძემ ისიც თქვა, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლა იყო სამღვდელოებაზე, მღვდელთმთავრებზე და მეუფეებზე.

“შეხვედრა იყო ერთ-ერთ დასავლურ საელჩოში. ვიცით, რომ ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. იმის ნაცვლად, რომ ის დასავლეთი, რომელსაც ჩვენ შევღაღადებდით და მივმართავდით, როგორც ჩვენს იმედს, რომ გავთავისუფლდებოდით საძულველი მარქსიზმისაგან, შემდეგი ფორმაციის გალიად მოგვევლინა - ცდილობს დაგვაძალოს ანტიტრადიციული, ანტიქრისტიანული ანტიკავკასიური, ანტიქართული ნორმები, რომელიც ჩვენთან ნორმა ვერასდროს ვერ გახდება“, - განაცხადა ლევან ვასაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არავითარი პრაიდი და კვირეული საქართველოში არ ჩატარდება.

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა