პრემიერ-მინისტრმა დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს მოუწოდა, იმ შესაძლებლობებით ისარგებლონ, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს

საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები და წარმოადგენს კარიბჭეს ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს მოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების რეიტინგში და ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე ესაუბრა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პოტენციალს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა დაგანახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პოტენციალი, გახდეს რეგიონში ეკონომიკური, სატრანსპორტო დალოგისტიკური ჰაბი, აღიარებულია აშშ-ის მიერ. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტთან 13 ივნისს ხელმოწერილი მემორანდუმიც, რომელიც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობასაც მოიცავს.

პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია ამერიკული კომპანიების მზარდი რიცხვი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.

მთავრობის მეთაურმა დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს ასევე გააცნო საინვესტიციო პროექტები და მოუწოდა, იმ შესაძლებლობებით ისარგებლონ, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა