მთავრობის  კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია

მთავრობის კანცელარიასთან ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილია დააკავეს.

როგორც ალექსანდრე ფალავანდიშვილის მამამ გურამ ფალავანდიშვილმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისმა შვილმა ლგბტ აქციის მისამართით ცარიელი ბოთლი ისროლა, რასაც სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ალექსანდრე ფალავდიშვილი და მისი კიდევ ერთი თანამოაზრე პირი.

დაკავების ფაქტს სამართლდამცავებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა. სამართლდამცავებმა კონტრაქციის ორივე მონაწილე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანებით გაიყვნეს.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიბეებთან ლგბტ აქტივისტები დგანან, რომელთაც აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული.

ლგბტ აქტივისტებასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია. სამართალდამცავები მხარეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია.

"რას აკეთებთ დამპლებო" - კადრები კანცელარიიდან, სადაც კონტრაქციის მონაწილეები დააკავეს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის