"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორი  გიორგი გახარიას, სალომე ზურაბიშვილს, მამუკა ბახტაძეს და თამარ ჩუგოშვილს მიმართავს

მივმართავ შსს მინისტრს გიორგი გახარიას , პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს , პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს , პრემიერ -მინიტრს მამუკა ბახტაძეს - დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებივ საახელმწიფიში თუ ისევ ვცხოვრობთ თეოკრატიულ სახელმწიფოში,- ამის შესახებ "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს კანცელარიასთან განუცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, ქვეყნის პირველმა პირებმა განცხადებები გააკეთონ ლგბტ აქტივისტების უფლებებთან დაკავშირებით.

“ორგანიზაცია, რომელიც თავის თავს ქართულს უწოდებს, სინამდვილეში არის მარგინალური, ფაშისტური, ძალადობრივი დანაშაულებრივი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აკეთებს საჯარო განცხადებებს, რომელიც მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისკენ, სიძულვილის გაღვივებისკენ და ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოსპობისკენ . დღეს საპატრიარქოს განცხადება იყო 2013 წლის 17 მაისის წინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, რომლებიც ჩვენს ჯგუფს არ განიხილავს ადამიანებად და გვეუბნეოდნენ, რომ არ მიიჩნევენ ჩვენს სიცოცხლეს დაცვის ღირსად. ღირსების მარშის ორგანიზატორებმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ნაწილდება პასუხიმგებლობები“, - განაცხადა ნინო ბოლქვაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა