ანონსი  15 ივნისი

15 ივნისს, 10:30 საათზე, ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში“, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია “ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავს. ფორუმი ბიზნესში ქალების გაძლიერებასა და ქალი მეწარმეების წახალისებას ემსახურება.

15 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში კონფერენციას “SKILLS4GEORGIA - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გახსნის.

ღონისძიების სივრცე “რესპუბლიკა“, რესპუბლიკის მოედანი

15 ივნისს, 11:30 საათზე, ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომ-ლიკანი“, პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში, ქართველი მოსამართლეებისთვის სასწავლო ვიზიტის ღონისძიების გახსნა გაიმართება.

საკონტაქტო: მარტა ქარუმიძე 599 585688

15 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში (საკონფერენციო ოთახი N3), პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დიპლომატის დისკუსიების სერიის (Diplomat Discussion Series) ამერიკის შეერთებული შტატების სესიას დაესწრება.

15 ივნისს, 15:00 საათზე, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ნაყინის ფესტივალი გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება 15 მონაწილე კომპანია, 25-მდე სახეობის ნაყინი და გასართობი შოუ-პროგრამა.

საკონტაქტო პირი: გიორგი თარხნიშვილი 593 95 53 35

15 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სახალხო ღონისძიებაზე მიმდინარე აქტივობებს დაათვალერებს.

15 ივნისს, 18:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

მის: წყნეთი, რუსთაველის 55, სასტუმრო “კოპალა”

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე 591051601

15 ივნისს, 18:00 საათზე, ზუგდიდში გაიმართება კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია თემაზე - „პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“.

ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართება და მას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი და ადგილობრივი ადვოკატები დაესწრებიან.

მის: ზუგდიდი, დადიანების სასახლე

საკონტაქტო: 599221198 - ქეთევან თურაზაშვილი

15 ივნისს, 18:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელი პროფესიული განათლებისა და ენერგეტიკის სფეროებში ხელს მოაწერენ სამ ფინანსურ ხელშეკრულებას.

ხელმოწერის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართავენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის მოადგილე ნორბერტ ბართლე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა