ლევან ვასაძე - ვეძახი გიორგი გახარიას, რომ მიხვედი შე კაი კაცო და ბოდიში ნარკომანებს უხადე, აგერ ვდგავართ ჩვენ - მოდი და მოგვიხადე გენაცვალე ბოდიში!

ვეძახი გიორგი გახარიას - რომ მიხვედი შე კაი კაცო და ბოდიში ნარკომანებს უხადე, აგერ ვდგავართ ჩვენ - მოდი და მოგვიხადე გენაცვალე ბოდიში! თქვი, რომ მაპატიე, რომ აქამდე მივიყვანე ჩვენი ისედაც გაწვალებული საზოგადოება, - ამ სიტყვებით შს მინისტრს მთავრობის კანცელარიასთან მყოფმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მიმართა.

“რა უფლებით დააკავეს ჩვენი აღშფოთებული თანამოქალაქეები - ნარკომანებთან და პერვერტებთან ხომ უყვართ ბოდიშების მოხდა, მოვიდნენ და მოგვიხადონ ბოდიში! მაინცა და მაინც ისე უნდა ვხაოდეთ და ვღნაოდეთ, როგორც ნარკომანები ღნაოდნენ ამ მოედანზე?!“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა ისიც, რომ საელჩოების მხრიდან ადგილი აქვს ეკლესიასა და საზოგადოებაზე უპრეცედენტო ზეწოლას, რაც მისი შეფასებით, გაუგონარი თავხედობაა.

“ამ ღონისძიებას არ ჩავატერებინებთ, მთელი მსოფლიოს ამერიკელი ელჩები რომ ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს