სამართალდამცველებმა მთავრობის კანცელარიასთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კონტრაქციის მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავეს. მაშინ, როდესაც „ლიბერალის“ ჟურნალისტი აქციის მიმდენარეობას აშუქებდა, კონტრაქციის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს მიმართა, რომ შეეწყვიტა გადაღება. გადაღების ფაქტს კონტრაქციის სხვა მონაწილეების მხრიდანაც გაღიზიანება მოჰყვა, რა დროსაც ვითარება აქციაზე დაიძაბა.

ამის შემდეგ კი „ლიბერალის“ ჟურნალისტმა პოლიციელებს მოუწოდა, რომ დაეკავებინათ ის პირი ვინც მას გადაღებას უკრძალავდა. ამასთან, ჟურნალისტის თქმით, მას აღნიშნული პირი ემუქრებოდა, რომ „სადაც დაინახავს, იქ ხელებს მოამტვრევს“.

ჟურნალისტის ამ მოწოდებას კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან გაღიზიანებმა მოჰყვა. პოლიციამ კი ის პირი დააკავა, ვინც ჟურნალიტს გადაღებას უკრძალავდა. ამ დროისთვის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე 5 პირია დაკავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს