გურამ ფალავანდიშვილი ლგბტ აქციაზე  - არ არის გამორიცხული,  ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია,  თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს

არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ პოლიცია კიდევ დაიცავს ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციას და არ აღკვეთავენ მათ პროვოკაციებს, კონტრაქციისს წარმომადგენლები თავად დაშლიან მათ აქციას.

„არ არის გამორიცხული რომ ჩვენ თვითონ დავშალოთ ეს აქცია, თუ პოლიცია მათ ასეთ კორდონს შეუქმნის და კიბეებზე დატოვებს პროვოკატორებს, რომლებიც მაღლა სწევენ თავის პლაკატებს და გადასცემენ უცხოეთში, თუ როგორც ჩაგრავენ თავიანთ ქვეყანაში. სწორედ ეს არის მათი მიზანი, მათ სურთ ჩვენი სულიერი გაუპატიურება“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ასევე, ფალავანდიშვილმა დაანონსა თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მისი თქმით, დაიცავს სამართლიანობას და ლგბტ თემის წარმომადგენლებს არ მისცემს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უფლებას.

"პიდარასტი" არის სამედიცინო ტერმინი... მათი მიზანია ჩვენი გაუპატიურება, სულიერი და ფიზიკური" - გურამ ფალავანდიშვილი

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა