ნიკა რამიშვილის ინფორმაციით, ზურა გაჩეჩილაძე („შონზო“) ირაკლი ოქრუაშვილის „გამარჯვებულ საქართველოში“ აპირებს გაწევრიანებას

„შონზოც“ აპირებს ჩვენს გვერდში დადგომას, შეგვხვდა კიდევაც, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადადაცემა „ნიუსრუმში“ ნიკა რამიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის ახალ პოლიტიკურ პარტია „გამარჯვებულ საქართველოზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ზურა გაჩეჩილაძე, იგივე „შონზო“ აპირებს „გამარჯვებულ საქართველოში“ გაწევრიანებას და პოლიტიკაში დაბრუნებას.

„გამარჯვებული საქართველო“ ამ ეტაპზე არის საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ოქტომბრისთვის პოლიტიკურ მოძრაობაში გადაიზრდება. ჩვენი პარტია მზად არის და ითანამშრომლებს ყველა იმ ადამინთან და პოლიტიკურ მოძრაობასთან ვინც გვეთანხმება მთავარ მესიჯში, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის სათავეს“, - განაცხადა ნიკა რამიშვილმა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა