დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კანცელარიასთან არსებულ ვითარებაზე  -  მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ,  ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმყოფებოდა.

"მოვედი ვითარების გასაცნობად. საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ორგანიზაციამ, ვინც წაახალისა ასეთი ქმედებები, რადგან ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში დაძაბულობას. საპატრიარქოს განცხადება იყო პრევენციული, მოწოდება იმისაკენ, რომ არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება და მიუხედავად ამისა, როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა, მაინც ხდება ასეთი ქმედებები, მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამის ორგანიზატორია“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა.

მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ამის ორგანიზატორია - მამა ანდრია ჯაღმაიძე კანცელარიასთან მივიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა