კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით,  17 ივნისიდან „მაგთი ფიქსის“ აბონენტებს მომსახურება აღარ შეეზღუდებათ

კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომს“ CDMA ლიცენზიის ვადა 10 წლით გაუგრძელა.

მარეგულირებელი კომისიის ცნობით, 17 ივნისიდან “მაგთი ფიქსის“ აბონენტებს საკომუნიკაციო მომსახურება აღარ შეეზღუდებათ. „მაგთი ფიქსის“ 100 ათასზე მეტი აბონენტი კვლავ შეძლებს უწყვეტ სატელეფონო კომუნიკაციას.

“მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და შეუზღუდავი სატელეფონო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ შპს “მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობები შესთავაზა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „მაგთიკომს“ CDMA ლიცენზია სპეციალური ვალდებულებებით გაუგრძელდა. კომისიამ მაგთიკომს ორ წლიანი ვადა მისცა, იმისთვის, რომ ამ პერიოდში, “მაგთი ფიქსის“ სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს“, - ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა