არავითარ შემთხვევაში არ მოგცემთ საშუალებას, რომ გამართოთ "პრაიდი" ან მარში ან სხვა ღონისძიება. მოვალთ და ყველგან დავდგებით, - ასე მიმართა ლგბტ აქციის მონაწილეებს კანცელარიასთან მყოფმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
"კულტურის, ისტორიის და სარწმუნოების ქვეყანა ვართ. არ გვეშლება, როგორ მოვიქცეთ.ა მის დასტურია, თუნდაც ეს მშვიდობობიანი დგომა, რომელიც დღეს სახეზეა. რომ არა ჩვენი სარწმუნოება, ისტორია და კულტურა, დღეს ეს საცოდავი ადამიანები, რომლებიც აშშ-მ პირდაპირ გამოგზავნა აქ იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაცია, კონფლიქტი, ანუ ფაქტობრივად, გაწირეს ეს ადამიანები. სამღვდელოება აქ იმისთვის ვართ, რომ კონფლიქტი არ მოხდეს. ქართულ პოლიციასთან ერთად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კულტურას და ისტორიას. მოგმართავთ ყველას, მაქსიმალური თავშეკავებისკენ, რადგანაც ეს არის დიდი პროვოკაცია“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
კანცელარიის ტერიტორიაზე ორი აქცია იმართება. ერთ აქციას ლეგტ აქტივისტები მართავენ, მეორე აქციას კი მათი მოწინააღმდეგეები. კონტრაქციის მონაწილეებს შორის არის ბიზნესმენი ლევან ვასაძე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.