პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გაუკეთა

პოლიციამ მთავრობის ადმინისტრაციიდან თავისუფლების მეტროს მიმართულებით კორიდორი გააკეთა, რათა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების საშუალება მიეცეთ.

მას შემდეგ, რაც ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან, ყვითელი ავტობუსებით ტერიტორიის დატოვებაზე უარი თქვეს, პოლიციამ კონტრაქციის მონაწილეები კორიდორით მარჯვენა მხარეს გადაიყვანა და თავისუფლების მეტროს მიმართულებით გასასვლელი გახსნა. კორდონის გაკეთების მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლები კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან, ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან განცხადებებს და პოზიციის დაფიქსირებას კონტრაქციაზე და ძალადობაზე, რომელსაც, მათი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქვს ადგილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა