ლევან ვასაძე - ხომ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ შუა გაკრეფილიყო - აი, გაიკრიფა შუა, აქეთ ვდგავართ   ქართველი ხალხი, იქით დგანან ფულით დაფინანსებული უნამუსო, გარყვნილი ადამიანები

ხომ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ შუა გაკრეფილიყო - აი, გაიკრიფა შუა, აქეთ ვდგავართ ჩვენ, ქართველი ხალხი, ვისაც გვინდა გვწამდეს ნამუსით, სინდისით, ქართული ტარდიციებით და იქით დგანან ანგარებით, ფულით დაფინანსებული უნამუსო, გარყვნილი ადამიანები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ლევან ვასაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. .

მან ასევე მიმართა სამართალდამცავებს, რომ მათი სირცხილია, რომ აქციის მონაწილეებს ლგბტ აქციის მონაწილეების გასაყრელად არ უშვებენ.

“ის, რომ გიორგი კვირიკაშვილს ნარკომანებმა და მამათმავლებმა ცარიელი ბოთლები დაუშინეს, მაშინ ერთი ნარკომანი მაინც რატომ არ დააპატიმრეთ, მაშინ როცა ერთი ქეციანი კვერცხის სროლაზე სამი-ოთხი კაცი საპყრობილეში გააქციეთ. როგორ არ გრცხვენიათ!“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მან კიდევ ერთხელ თქვა, ლგბტ თემის აქციებს არ დაუშვებს.

“თუ ამ სიბინძურის პარადები ჩვენ ამ კვირაში ამ ბილწებს ჩავატარებინეთ, მაშინ საქართველო აღარ იქნება და ჩვენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან შერიგების რაიმე პერსპექტივას. შეგვიძლია დავემშიდობოთ კავკასიაში ჩვენს რეპუტაციას - დაღესტნელებთან, ყარაჩაელებთან, ჩეჩნებთან, ადიღეელებთან. ისინი იტყვიან, რომ საქართველოში კაცობა აღარ არსებობს, არის მამათმავლობა, სიბილწე და სიბინძურე“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს