ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც სტუდენტები არიან, სტიპენდიები დაუნიშნა

ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც სტუდენტები არიან, სტიპენდიები დაუნიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

თითოეული ოჯახისა და სახელმწიფოს კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად განათლებაზეა დამოკიდებული, - ეს განცხადება ტყიბულისა და თერჯოლის მაჯორიტარმა დეპუტატმა პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დეპუტატმა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა და და თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს მადლობა გადაუხადა.

“არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო იმ საქმის მიმართ, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს. მხედველობაში მაქვს განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის დახმარებით კანონად იქცევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, ასევე ყველა მასწავლებელს, რომელიც ბოლომდე იხარჯება იმისათვის, რომ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნა გადასცეს. ყველა მოსწავლეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს ბოლო ზარია და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა