ვეტერანების საქმეთა  სამსახურსა და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი განახლდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ ჯანდრი უბირიამ და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება.

“ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის 100-ზე მეტი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა. გულის ცენტრის მედპერსონალმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 7000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური კარდიოლოგიური მომსახურება, რისთვისაც უწყება მათ მადლობას უხდის.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავაც გაგრძელდება, რომელთა შესახებაც უწყების ბენეფიციარებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ”, - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა