„მაგთიკომი“ „მაგთი ფიქსის“ მომსახურების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია „მაგთიკომი“ „მაგთი ფიქსის“ მომსახურების უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მაგთიკომისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, გაგრძელდა მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა.

მოხარული ვართ, რომ ჩვენი მომხმარებლები ისევ ისარგებლებენ მაგთი ფიქსის მომსახურებით“, - აღნიშნულია კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა