მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ამ დროისთვის სამართალდამცველებს „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებისთვის მთავრობის ადმინისტრაციიდან მეტრო თავისუფლების მიმართულებით კორიდორი გაუკეთეს.

თუმცა აქციის მონაწილეები დაშლაზე უარს აცხადებენ. ამასთად, მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან კონტრაქციის მონაწილეებიც და ბიზნესმენი ლევან ვასაძე.