ლევან ვასაძე - მე აქციაზე მხოლოდ იმას დავუძახებ, ვისაც თავი კაცი ჰგონია, ვისაც მამათმავლობა სირცხვილი ჰგონია, მკერდზე ჯვარი ჰკიდია და ვისაც კავკასიელობა სიამაყედ მიაჩნია

მე აქციაზე მხოლოდ იმას დავუძახებ, ვისაც თავი კაცი ჰგონია, ვისაც მამათმავლობა სირცხვილი ჰგონია, მკერდზე ჯვარი უკიდია და ვისაც კავკასიელობა სიამაყედ მიაჩნია, - ასე მიმართა მთავრობის კანცელარიის წინ მყოფ კონტრაქციის მონაწილეებს ლევან ვასაძემ.

“ხვალ ინტერნეტით გამოვაცხადებ, თუ სად შევიკრიბებით ალბათ, ზეგ საღამოს. ადგილსა და დროს ხვალ დილას დავასახელებ. მე იქ მარტო მამაკაცებს დავუძახებ. ქალბატონებსა და ბავშვებს მოსვლას ვერ ავუკრძალავ, მაგრამ ყველა ქალბატონსა და ბავშვს ვთხოვ, რომ სახლში დარჩეს. როცა შევიკრიბებით, შეკრებილი მამაკაცების საზოგადოებას მოვახსენებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავამყაროთ წესრიგი“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს