ტექნოპარკში სამოქალაქო საზოგადოებისათვის 3-დღიანი ჰაკათონი გაიხსნა

ტექნოპარკში სამოქალაქო საზოგადოებისათვის 3-დღიანი ჰაკათონი გაიხსნა. ჰაკათონი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის რეგიონალური აქტივობების“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ჰაკათონის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისათვის ციფრული ჩართულობის საშუალების მიცემა, საჯარო ინსტიტუტების გამჭირვალობის გაუმჯობესება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მეტი მოქალაქის ჩართვის უზრუნველყოფა. ჰაკათონი ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და IT ექსპერტებს შორის ადგილობრივი ელ-დემოკრატიის პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას, ხელს შეუწყობს პროფესიონალური კავშირების დამყარებას სამოქალაქო აქტივისტებსა და IT ექსპერტებს შორის, ასევე გააძლიერებს საზღვრისპირა თანამშრომლობას.

სამოქალაქო საზოგადოების 70-ზე მეტი აქტივისტი, დიზაინერი და IT ექსპერტი შეიკრიბა თბილისში აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მოლდოვასა და უკრაინიდან. ჰაკათონის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის შეიქმნება ციფრული ინსტრუმენტებისა და ვებ-პლატფორმების პროტოტიპები, რომლებიც საბოლოო ჯამში, უნდა დაეხმარონ მოქალაქეებს, მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“, - ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ჰაკათონ 16 ივნისს სრულდება, სადაც გუნდები წარადგენენ თავიანთი პროდუქტების პროტოტიპებს და ერთმანეთს შეეჯიბრებიან ჯილდოს მისაღებად - რაც გულისხმობს ციფრული პროდუქტის სრულ დაფინანსებსებას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა