კონტრაქციის მონაწილეებმა სახალხო დამცველის მოადგილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ლგბტ თემის კონტრაქციას მართავენ, სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად თვისუფლების მეტროს მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც ის კონტრაქციის მონაწილეებმა შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს. ბურჯანაძემ სამართალდამცველებს მიმართა, რეაგირება მოეხდინათ აშკარა დანაშაულზე.

ინციდენტი მას შემდეგ განიმუხტა, რაც ბურჯანაძემ პოლიციის თანამშრომლების თანხლებით მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დროებით დატოვა.

„ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი უნდა ჩაგვეცილებინა გასასვლელამდე, როდესაც კონტრაქციის წარმომადგენლები გამოენთნენ ჩვენსკენ და დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე იყო მუქარა ფიზიკური შეურაცხყოფის. ეს იყო კრიმინალური აქტი, რომელსაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ე, ვარდისფერო, შენი დედა..." - სახალხო დამცველის მოადგილეს აგინეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო