მთავრობის ადმინისტრაციასთან დეკანოზმა დავით ისაკაძემ და ნატა ფერაძემ იკამათეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან სასულიერო პირები მივიდნენ.

დეკანოზ დავით ისაკაძესა და სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს შორის კამათი გაიმართა. დეკანოზმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენილებს დაშლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ორივე მხარის ინტერესშია, არ მოხდეს ძალადობა, რის შემდეგაც ნატა ფერაძემ სასულიერო პირს მიმართა კითხვით, თუ აქციის მონაწილეთა რომელი მხრიდან მოდიოდა ძალადობის ტალღა. დეკანოზმა უპასუხა, რომ ძალადობა ლგბტების მხრიდან მოდიოდა. როგორც მან განაცხადა საზოგადოება არ დაუშვებს გარყვნილების პროპაგანდას.

კამათის დასასრულს ნატა ფერაძემ სასულიერო პირებს უცენზურო ჟესტი უჩვენა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა ტერიტორია დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო