მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე კონტრაქციაზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ის პირია, ვინც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს თავს დაესხა.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული პირი იდენტიფიცირებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.
აქციაზე დაკავებულების შესახებ შს სამინისტრო ცოტა ხანში განცხადების გავრცელებას გეგმავს.