„თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები აცხადებენ,  რომ არ დაიშლებიან, სანამ  კონტრაქცია არ დაიშლება

მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენილი უფლებადამცველები და „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ კონტრაქცია არ დაიშლება. მათთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და შესთავაზეს გაცილება, თუმცა აქტივისტებმა აღნიშნეს, რომ აქცია დასრულებულია, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან.

მათი თქმით, მათ აქვთ უფლება, იყვნენ იქ, სადაც უნდათ და არ შეასრულებენ "ნეონაცისტური, ნეოფაშისტური თუ სხვა ამ სახის ჯგუფების მითითებებს, რომლებიც მათ წასვლას ითხოვენ".

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან მყოფი აქტივისტები ამბობენ, ისინი უმთავრეს ღირებულებას - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო