დიმიტრი ლორთქიფანიძე - მთელი საქართველოს მასშტაბით გვექნება მობილიზაცია  და არ მივცემთ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს აქციების გამართვის საშუალებას

მთელი საქართველოს მასშტაბით გვექნება მობილიზაცია და არ მივცემთ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს აქციების გამართვის საშუალებას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა.

მისი განცხადებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში აქციების ორგანიზება მოხდება.

„ რაც ხდება, მიუღებელია, როგორც ჩანს, დადგა საქართველოს ჯერი, რომ ასეთი გარყვნილება დაკანონდეს. შაბათ-კვირას მთელი საქართველოს მასშტაბით დავაორგანიზებთ აქციებს და ყველანი ავიმაღლებთ ხმას ამ გარყვნილების წინააღმდეგ“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა