მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯილდო დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, მამუკა ბახტაძეს მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ გადაეცა.

მთავრობის მეთაურმა ქალაქ დალასის მერს სიგელისთვის და ტეხასის შტატს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის ძალიან ემოციურია და ის ჩემს ხალხს ეკუთვნის. გარწმუნებთ, რომ საქართველო არის და ყოველთვის იქნება თქვენი ძლიერი და ერთგული მოკავშირე”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ დალასის საპატიო მოქალაქეობის დამადასტურებელი სიგელის გადაცემის შემდეგ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო