სურსათის ეროვნული სააგენტო - ქვემო ქართლში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც კალიის კერებია დაფიქსირებული. ამ ეტაპზე უკვე 1700 ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ქვემო ქართლის, შიდა ქართლსა და კახეთის რეგიონებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მაისიდან დაიწყო. სამივე რეგიონში, დღეისათვის უკვე დამუშავებულია 10 000 ჰა-მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულია 20-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა და კალიებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. წამლობა ხორციელდება ეფექტიანი პრეპარატებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელების არეალს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ატარებს მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ბრძოლას, მათ შორისაა კალია, რომელიც საფრთხეს უქმნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და ანადგურებს მწვანე საფარს. ბოლო წლებში სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია რეგულირებადია.

„კალია საშიში მავნებელია, რომელიც ანადგურებს მწვანე საფარს. მავნებელი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისათვის“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ქვემო ქართლში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს