ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში, ქართველი მოსამართლეებისთვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო

ევროკავშირის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში, ქართველი მოსამართლეებისთვის გასვლითი სასწავლო ვიზიტი მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები მოსამართლეებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა გაუზიარეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

„აღნიშნული სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა, სასამართლო ხელისუფლებიდან ქართველი კოლეგებისთვის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საჯარო შესყიდვების სფეროში მიმდინარე სამართლებრივ რეფორმებზე, დამკვიდრებულ ახალ მიდგომებზე, ასევე, დავების განხილვის პროცედურების კუთხით.

მოწვეულ სპიკერთა შორის იყვნენ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს სლოვენიელი მოსამართლე მირო პრეკი და ავსტრიის ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე კარინ შნაბლი. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა