თამარ ჩუგოშვილი - საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს და მათი მოსაზრება გასაგებია -  რა მოწოდებაც არ უნდა გაჟღერდეს, კონსტიტუციური მოთხოვნები ამოსავალია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ მაქსიმუმი გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ნებისიერი პირის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს.

"ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი მთავარი ფუნქცია რაც იყო, ორი ჯგუფის ერთმანეთისგან იზოლირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის უფლების რეალიზაცია მომხდარიყო, ვფიქრობ, ამისთვის მათ მაქსიმუმი გააკეთეს. მათ მოუწიათ ძალიან ბევრი პირის დაკავება კონტრაქციიდან. როგორც ვიცი, ათეულობით ადამიანი განარიდეს, ადამიანები, რომლებიც სამართალდარღვევას ჩადიოდნენ ან აგრესიულად იქცეოდნენ, ცდილობდნენ მაქსიმალურად განერიდებინათ. ზოგადად, სამწუხაროა იმის ყურება, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ უფლების რეალიზაცია მოახდინოს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, მიეცა თუ არა ამ ჯგუფს გამოხატვის შესაძლებლობა, ჩუგოშვილმა ასე უპასუხა: "ვფიქრობ, პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული მათ დასაცავად". "ეს არის, რაც მე გუშინ ვიხილე. ორგანიზატორებს კიდევ ექნებათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვიცი, რომ კიდევ გეგმავენ შეხვედრებს. სახელმწიფოს გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, უმთავრესი ინტერესია, ნებისმიერი პირის ინტერესების დაცვა, მათ შორის, ორგანიზატორების დაცვა სადავო ვერ იქნება. დაზიანება არ მიიღონ და იყვნენ უსაფრთხოდ. შემდეგ უკვე პრიორიტეტი არის ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა. მნიშვნელოვნია, ორგანიზატორებს თანამშრომლობა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. როცა ასეთ თემებზეა საუბარი, სპონტანური მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვხედავთ არსებობენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდგომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საპატრიარქოს განცხადებას ლგბტქ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, ჩუგოშვილის თქმით, მათი პოზიცია გასაგებია, თუმცა კონსტიტუციური უფლებებიც დაცული უნდა იყოს.

"საპატრიარქოს თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს, განცხადებაც გააკეთეს და მათი მოსაზრება გასაგებია. თუმცა, რა მოწოდებაც არ უნდა გაჟღერდეს, კონსტიტუციური მოთხოვნები სახელმწიფოსთვის არის ამოსავალი",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში