თამარ ჩუგოშვილი - არ მგონია, რომ ფოთის პორტი უნდა გავანადგუროთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ავაშენოთ

არ მგონია, რომ ფოთის პორტი უნდა გავანადგუროთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ავაშენოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ორივე პორტი მნიშვნელოვანია.

„ფოთის პორტში მშენებლობის ნებართვის დეტალებზე მე გამიჭირდება გიპასუხოთ, სჯობს ეკონომიკის სამინისტროს მიმართოთ.

შემიძლია გითხრათ, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი და ყველანაირად ხდება ხელშეწყობა, რომ ორგანიზაციამ შეძლოს პროექტის განხორციელება, მათ შორის, გადავადების კუთხით, კონტრაქტის პირობების შემსუბუქებით, თუ სხვადასხვა ნაბიჯებით და ქმედებებით იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში ეს პორტი მივიღოთ და აშენდეს",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, ფოთის პორტის მშენებლობა ხომ არ დააფრთხობს კონსორციუმს, ვიცე-სპიკერმა უპასუხა: „არ მგონია, რომ ფოთის პორტი უნდა გავანადგუროთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ავაშენოთ“.

„მგონი, ეს საკითხი ასე არ უნდა დავაყენოთ. ვიღაცეები ასე აყენებენ საკითხს, რადგან მათ პოლიტიკურად აწყობთ, მაგრამ მე, თქვენ და მოქალაქეებმა ასე არ უნდა შევხედოთ. ჩვენ გვჭირდება ფოთის პორტი, გვჭირდება მისი განვითარება და გვჭირდება ანაკლიის პორტის აშენებაც. ამ ორ პორტს თუ არ დავაპირისპირებთ და ერთმანეთს არ შევაჯახებთ, იქნება კარგი. ორივე პორტი რომ გვჭირდება და ორივეს განვითარებაზე რომ უნდა ვიზრუნოთ, ფაქტია",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო