თამარ ჩუგოშვილი - დავით გარეჯთან დაკავშირებით ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო - ორივე მხარე ცდილობს საზღვრების დადგენის პროცესი ისევ არ გაიყინოს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით ორივე მხარე ცდილობს, საზღვრების დადგენის პროცესი ისევ არ გაიყინოს და პროგრესი ამ კუთხით გვქონდეს.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა, პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ ინფორმაცია და ამისთვის აქციები აუცილებელი არ არის.

„დავით გარეჯთან დაკავშირებით ყოველთვის სიფრთხილეა საჭირო. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ორივე მხარე ცდილობს საზღვრების დადგენის პროცესი ისევ არ გაიყინოს და პროგრესი ამ კუთხით გვქონდეს. რთული თემაა და მარტივად ვერ მოგვარდება, მაგრამ მცდელობა, ბუნებრივია, არის. ვფიქრობ, პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა საპარლამენტო ფორმატებში მიიღონ ეს ინფორმაცია, ამისთვის აქციები აუცილებელი არ არის. თუმცა, მათი უფლებაა თუნდაც ამ თემაზე შეიკრიბონ",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა