გურამ ფალავანდიშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებზე - ესენი არიან ქართველი პატრიოტები - ქალაქს ძალადობისგან იცავენ

მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმ ოთახში დროებით არიან დაკავებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, დაკავებული პირები სამართალდამრღვევები არ არიან.

„ესენი არიან ქართველი პატრიოტები, ვინც წესრიგს და ჩვენს ქალაქს ძალადობისგან იცავენ. უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. როცა სახელმწიფო არის ვალდებული, ძალით აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ცუდი საქმეები და ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში და ხალხმა თვითონ აღკვეთოს ეს უწესრიგობა. როცა მრავალშვილიან მამებს და ქართველ ვაჟკაცებს დააპატიმრებ, რომელთაც წესრიგის დაცვა უნდათ, შენ უკვე მოძალადე სახელმწიფო ხარ და არა სამართალდამცველი“, - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის გამართვა ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა მანამდე მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები მივიდნენ. მათ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დიდი რაოდენობით სამართალდამცველები. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა 28 ადამიანი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო