ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ CNN-ზე  სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება

საქართველოს შესახებ კამპანია მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის სეზონს და ზამთარს. საიმიჯო კამპანია CNN-ზე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს არხის გადამღები ჯგუფი ეწვევა და 5 საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება.

საქარველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის.

CNN -ის მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.

საქართველოს რეკლამა CNN-ის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ CNN Travel-ზე თემატური გვერდი მომზადდება. ვებ-გვერდებზე: CNN.com, CNNInternational.com, CNNBusiness.com, Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ სარეკლამო ბანერები. CNN-ის სოციალურ მედია პლათფორმაზე Great Big Story განთავსდება საქართველოს შესახებ მომზადებული 2 რეპორტაჟი სათაურით Take Me There

“ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალებაში CNN. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდება კამპანია, რომელიც საქართველოს ცნობადობას გაზრდის. ჩვენ ჩამოვიყვანთ CNN-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც მოამზადებს 5 რეპორტაჟს საქართველოს შესახებ. ზოგადად ეს კამპანია მოიცავს როგორც ტელევიზიას, ასევე სოციალურ ქსელებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო