„ევროპული საქართველოს“ წევრებმა, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - „NATO აქაურობას“ გადმოფინეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, „თავისუფლების მოედანზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოს შენობის აივნიდან ბანერი - „NATO აქაურობას“ გადმოფინეს.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და სწორედ ამ მიზეზით გამოფინეს დროშა აივნიდან.

მისივე განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით თავადაც სარგებლობენ და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი.

რამდენიმე წუთის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსის" აქციის მონაწილემ აღნიშნული ბანერი ჩამოხია.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დავით გარეჯში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, „თავისუფლების მოედანზე“ აქციას მართავს. პატიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტიის ლიდერებმა აქციაზე სხვა საკითხებზეც, მათ შორის სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეს.

იხილეთ ვიდეო: "ევროპულმა საქართველომ" "პატრიოტთა ალიანსის" აქციის პარალელურად, საკრებულოს აივნიდან ბანერი - "NATO აქაურობას" გადმოფინა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა