ირმა ინაშვილი -  „ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა

„ქართული ოცნების“ ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა თავის დროზე, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარტიის ორგანიზებით გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების დამნაშავე წევრები არ დასაჯა, ახლა პარლამენტში უმსგავსობა ხდება.

„რაღაც ამ ბოლო დროს, ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ ხალხს აღარ უნდა სამართლიანობის აღდგენა. თქვენც დაისჯებით იმათთან ერთად, ვინც არ დასაჯეთ თავის დროზე. სულ ვამბობ: თუ დამნაშავე არ დაისჯება, მერე ეგ დამნაშავე მოგიბრუნდება და რაც ახლა ხდება ამ უმსგავსო პარლამენტში, ის მოხდება: მწამებელი ჭკუას რომ გვასწავლის. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და თუ ამას არ გააკეთებს „ქართული ოცნება“, მისი ყველა ის წევრი დაისჯება, ვინც კოჰაბიტაციას ლობირებდა თავის დროზე", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა