პროფესიული განათლების მიმართულებით, თბილისში 1200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება

„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების განვითარებისთვის, 23 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მისი თქმით, ეს პროექტი პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ე.წ. „მომავლის უნარების“ განვითარებაში.

„პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში 1200 მსმენელზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური ცენტრი აშენდება. პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოში შეიქმნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, რომელიც იქნება ინოვაციური კონცეფციის მქონე მულტიფუნქციური ჰაბი და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ე.წ. „მომავლის უნარების“ განვითარების, ახალი ტიპის საგანმანათლებლო სერვისების ჩამოყალიბების, ასევე საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების გაჩენის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

უმნიშვნელოვანესია, რომ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარე წელს ხუთწლიანი პროექტის განხორციელება დაიწყება, რომელიც თბილისში, დიდ დიღომში, 1200 მსმენელზე გათვლილ მაღალტექნოლოგიური ცენტრის (Centre of Excellence) მშენებლობასა და განვითარებას გულისხმობს. ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება, ასევე თანამედროვე ტიპის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

სამინისტროს ცნობით, პროქტის განხორციელებაში ჩართულები იქნებიან სართაშორისო ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებო პროგრამებისა მომზადებას. ასევე, მათ მიერ შემუშავდება ცენტრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფს ცენტრის შემდგომი ფუნქციონირების მდგრადობას.

„ცენტრის ფუნქციონირება განსაკუთრებულ როლს მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულების განვითარებაზე შეასრულებს, როგორც შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადების მიმართულებით ასევე, ჰაბ სერვისების შეთავაზების გზით. მულტიფუნქციურ ცენტრში განხორციელდება მაღალი ხარისხის, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სადიპლომო და მოკლევადიანი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები მშენებლობისა და ლოგისტიკის მიმართულების.

განახორციელებს ასევე მნიშვნელოვან საქმიანობას ჰაბ მომსახურების მიმართულებით, იმუშავებს ახალი უნარების იდენტიფიცირების, პროფესიული სტანდარტების შემუშავების, მასწავლებელთა ტრენინგების მიმართულებით.

კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება ახალი პროგრამებისა და მიდგომების პილოტირება. არსებითია ის ფაქტი, რომ ცენტრის ფუნქციონირების წარმატება დაკავშირებული იქნება სწორედ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობასთან.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცენტრი უზრუნველყოფს სამშენებლო და ლოგისტიკის მიმართულებით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების განვითარებას და დაწესებულებების ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვას. პროექტის ფარგლებში 3 მილიონი ევრო მოხმარდება სწორედ პარტნიორი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვას, რომელთაც ექნებათ რეგიონალური წარმომადგენლების როლი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში