ირაკლი კობახიძე - ერთადერთი საშუალება, რაც 14 ივნისს ხელისუფლებას ჰქონდა, ეს იყო შუაში ჩადგომა და აგრესიის პრევენცია

როდესაც მოქალაქეთა ორი მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება - ეს არის შუაში ჩადგომა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი კანონის ჩარჩოებში ჯდება. პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტოს ვითარების განმუხტვისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც მოქალაქეთა ორი მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება - ეს არის შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან. სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შს მინისტრს, რომლებაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განხმუხტვაში. ასე იმოქმედა სახელწმიფომ. ბუნებრივია, ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლოა ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი ან მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი კანონის ჩარჩოებში ჯდება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება, რაც 14 ივნისს ხელისუფლებას ჰქონდა, ეს იყო შუაში ჩადგომა და აგრესიის პრევენცია. ზუსტად ეს მოხდა გუშინ. რეალურად სახელმწიფოს როლი ასეთ ვითარებაში არის ეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა