მამუკა ბახტაძე - უახლოეს პერიოდში აშშ-სთან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს

უახლოეს პერიოდში აშშ-სთან ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს მხარდამჭერ აქტში კონკრეტულად არის აღნიშნული, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

„მე ნამდვილად ვერ დავემსგავსები წინა ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, რომელსაც ჯერ კონსულტაციებიც კი არ ჰქონდა გავლილი პარტნიორებთან და ისე აანონსებდნენ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, აქედან გამომდინარე, მე მოვლენებს წინ ნამდვილად არ გავუსწრებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე იქნება ხელი მოწერილი, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკას, ასევე სხვა მიმართულებებს. ერთ-ერთ ასეთ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა ჩვენი შეხვედრის შედეგად კომერციის მდივანთან. როგორც მოგეხსენებათ, კომერციის დეპარტამენტსა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შორის გაფორმდა მემორანდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენი სტრატეგია ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველო, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და ბუნებრივია ამ სტარტეგიის რეალიზაციაში მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკას აქვს თავისი განსაკუთრებული როლი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელზეც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით. ეს ასახულია მათ შორის ერთობლივ დეკლარაციაში, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ მთავარს, რომ საქართველოში ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე. მე ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინე, სრულიად უსაფუძვლო, რომ ჩვენ როდესაც ვაცხადებთ, რომ სწორედ საქართველო გახდება რეგიონის ეკონომიკური ცენტრი, რომ ამის წინაპირობები არ არსებობს და ჩვენმა თითოეულმა გადადგმულმა ნაბიჯმა დაადასტურა ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ეკონომიკები თანხმდებიან, რომ სწორედ საქართველოს აქვს ის შესაძლებლობა, რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება და განწყობა, რომ რეგიონის ცენტრად იყოს წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ვაჭრობაზე, ბუნებრივია, ეს არის ის, რაზეც საქართველოს მთავრობა არის სრულად ორიენტირებული. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარდგენა მოხდა, ეს არის საქართველოს მხარდამჭერი აქტი, სადაც წერია კონკრეტულად, რომ შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაფორმება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მაგრამ მოდით, ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, არ გავუსწროთ მოვლენებს წინ. მე ვიცი და შემიძლია ავიღო სრული პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებითაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გადავა სრულიად განსხვავებულ, ახალ ეტაპზე. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლებ მოკლე ვადებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს