ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 17 ივნისს კონცერტი  გაიმართება

წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა 17 ივნისს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას 160 ბავშვი მიიღებს.

„სალოტბარო სკოლები რეგიონებში 2015 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით დაარსდა, სადაც 800 ბავშვი ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას 21 მუნიციპალიტეტში უფასოდ ეუფლება. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მხარდაჭერით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაგეგმილია კიდევ 7 სალოტბარო სკოლის დაარსება.

ფესტივალის ,,მრავალჟამიერ" ფარგლებში, სალოტბარო სკოლების ღონისძიების მხარდამჭერია კომპანიები - ,,ბორჯომი" და ,,ევროპროდუქტი".

კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში რიგით მეორე ფესტივალი "მრავალჟამიერ" 14 ივნისს გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობს ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები.

წელს ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს მასშტაბით 24 საბავშვო, საგუნდო კოლექტივი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალში ,,მრავალჟამიერ“ პირველად მიიღებენ მონაწილეობას რეგიონებში მცხოვრები ბავშვები,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს