ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ტექნიკური უნივერსიტეტის  სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სტუდენტებს შეხვდა და მათ სატყეო სექტორის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, დარგის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების არსებობა. მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანა შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ამიტომ, სააგენტოს ინიციატივით, წარჩინებული სტუდენტები სტაჟირებას სატყეო სააგენტოში გაივლიან, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში დასაქმდებიან.

სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებში უკვე დასაქმდა 15 მეტყევე - ტაქსატორი, რომლებიც სააგენტოს სპეციალისტებმა გადაამზადეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა