მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას სატრანსპორტო საშუალებები გადასცა

მსოფლიოს ბანკის მიერ გადმოცემული ტექნიკა, „საქართველოს მელიორაციის“ საქმიანობის ეფექტიანი წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც მსოფლიო ბანკმა „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შპს „საქართველოს მელიორაციას“ 25 ერთეული „რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.

„მელიორაციის კომპანიამ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სრულად განაახლა ავტოპარკი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საირიგაციო არხების აღდგენისა თუ ირიგაციის გამართული სამუშაოებისთვის კომპანიის რებრედინგი საქმიანობის წარმართვას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ინეტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური ეკიპირების „საქართველოს მელიორაციისთვის“ გადაცემის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, შპს “საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია, მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი ლალი დურმიშიძე და კომპანიის თანამშრომლები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ 2015 წლიდან მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, როგორც სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ისე ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფის მიზნით, 45 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს.

დღეისათვის დასრულებულია ქვემო სამგორის, ზედა რუსა და ტბისი კუმისის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხების სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები; ამჟამად აღნიშნული სისტემების შიდა სამეურნეო ქსელებზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროგრამა” შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალურ განვითარებას უწყობს ხელს, რაც ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, ეროვნული მოდერნიზაციის გეგმის შემუშავებას, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო