დონალდ ტრამპმა The New York Times-ის სტატიას მოღალატური უწოდა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი The New York Times-ში გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ბოლო წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყეს რუსეთის ენერგოსისტემაში დამაზიანებელი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და აცხადებს, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

„შეგიძლიათ თუ არა დაიჯეროთ, რომ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამტკიცებს, რომ აშშ-მა, არსებითად, მოუხშირა რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევებს“, - წერს ტრამპი „ტვიტერის“ გვერდზე.

მისი თქმით, ის ამას, ფაქტობრივად, „ოდესღაც უდიდესი გაზეთის“ მხრიდან მოღალატურად მიიჩნევს, რომელიც ტრამპის აზრით, სასოწარკვეთილი ეძებს ნებისმიერ ისტორიას, თუნდაც ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იყოს.

ამერიკის პრეზიდენტის აზრით, დღეს კორუმპირებული მედია ყველაფრისთვის მზად არის.

„ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ან განაცხადებენ, რაც გნებავთ ისე, რომ ოდნავადაც არ დაფიქრდებიან მოსალოდნელ შედეგებზე“ - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ისინი ნამდვილი მშიშრები არიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა