რეჯებ თაიპ ერდოღანი - თურქეთისთვის  С-400 -ის მიწოდება ივლისში დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ თაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარას მიერ შესყიდული საზენიტო რაკეტების სისტემის С-400-ის თურქეთისთვის მიწოდება ივლისიდან დაიწყება.

„რუსეთთან განვიხილეთ С-40“-ის თემა. ეს უკვე დასრულებული საქმეა. რაიმე სახის პრობლემები არ ჩანს. ვფიქრობ, მიწოდება დაიწყება ივლისის პირველ ნახევარში“ - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა არ აპირებს აღნიშნული სისტემის შესაძენ კონტრაქტზე უარის თქმას.

„ჩვენ დავსვით ჩვენი ხელმოწერა და დავასრულებთ დაწყებულს. რუსეთმა კრედიტი ისეთი პროცენტებით მოგვცა, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე არ არსებობს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის წერილზე პასუხს ამზადებს, რომელიც ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უკავშირდება, თურქეთის მიერ С-400-ის შეძენის გამო შეაჩეროს თურქეთის მონაწილეობა პროგრამაში, რომლითაც თურქ მფრინავებს F-35-ების მართვას ასწავლიან. პრეზიდენტის ინფორმაციით, ეს წერილი უახლოეს დღეებში გაეგზავნება ამერიკას.

თურქეთისთვის С-400-ის მიწოდება ივლისში დაიწყება - ერდოღანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო