მეხანძრე-მაშველებს გადამზადების კურსი უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, გადამზადების სამკვირიან კურსს უტარებენ. სწავლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბაზაზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კურსის ფარგლებში, მეხანძრე-მაშველები სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების წესებს, სამაშველო და სახანძრო ტაქტიკას, ქბრბ უსაფრთხოებას, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარების მეთოდებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეცნობიან.

უწყების ცნობითვე, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა