თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები   სკვერის შენარჩუნების მოთხოვნით აქციას მართავენ

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ვაკის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩის N10 ა-ში მდებარე სკვერის შენარჩუნების მოთხოვნით აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლიდერბეთის“ მიერ ბიზნესცენტრის მშენებლობა იგეგმება, რის შედეგადაც სკვერი საჯარო სივრცის ფუნქციას დაკარგავს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავა უკვე 5 წელზე მეტია მიმდინარეობს. ამასთან, აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ და კახა კალაძეს პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენი შეკრების მიზანია, რომ საზოგადოებრივი ფუნქცია შევუნარჩუნოთ სკვერს და დავუტოვოთ ბავშვებსა და მოსახლეობას იმისი საშუალება, რომ ისუნთქონ, ითამაშონ და სკვერი გამოიყენონ დანიშნულების მიხედვით. ვაპროტესტებთ მშენებლობას, რომელსაც 5 წელზე მეტია ვებრძვით. „ვისოლ ჯგუფისგან“, სხვადასხვა კომპანიებს ამოფარებულისგან ეს უკვე მესამე შემოტევაა, ორი შემოტევა მოვიგერიეთ. ორი მერის პერიოდში შევაჩერეთ მშენებლობა. ახლა ძალიან დიდი იმედი მაქვს კახა კალაძის, რომ მოგვისმენს, ჩვენი პრობლემით დაინტერესდება და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ამ პრობლემას“, - განაცხადა ნანა ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო