სულხან სალაძე - თამარაშვილის სკვერში და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე  არანაირი მშენებლობა არ უნდა იყოს

თამარაშვილის სკვერში და სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ თამარაშვილის ქუჩის N10 ა-ში განაცხადა, სადაც ადგილობრივები სკვერის შენარჩუნების მოთხოვნით აქციას მართავენ.

სულხან სალაძის განცხადებით, ქალაქის თვითმმართველობამ და მთავრობამ არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი.

"აქ ღირებულებითი საკითხი დგება დღის წესრიგში, რა არის ქალაქის თვითმმართველობისთვის და ქალაქის მთავრობისთვის პრიორიტეტი, ის, რომ სკვერში და სკვერის მიმდებარედ აშენდეს კაზინო, თუ ის, რომ ტერიტორია დაცული იყოს და ადამიანებს შეეძლოთ, ჩვეულებრივად ისარგებლონ ამ ტერიტორიით. ამიტომაც მგონია, რომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს თვითმმართველობამ, ეს არის უარი უთხრას სამშენებლო ნებართვის გაცემაზე, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს საკითხი. ამის შემდეგ უკვე უნდა მიენიჭოს სკვერის მიმდებარე ტერიტორიას დაცულის სტატუსი, რაც შემდგომში გამორიცხავს რაიმე ტიპის მშენებლობას ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ვაკის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩის N10 ა-ში მდებარე სკვერის შენარჩუნების მოთხოვნით აქციას მართავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს