ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ზუგდიდში ადვოკატებისთვის კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია გაიმართა

ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, ზუგდიდში, ადვოკატებისთვის კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გახსნა.

ღონისძიებაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობისა და მის მიერ ადამიანია უფლებების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრეს. აგრეთვე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება და ამ მიმართულებით საბჭოთა კავშირში იმდროინდელი კონტექსტი. ასევე, ჰელსინკის ჯგუფის როლი, დისიდენტური მოძრაობების ურთიერთკავშირი ადამიანის უფლებებთან და სხვა.

ასოციაციის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წელს, დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა