პრეზიდენტი - ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც  ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ

დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

„ ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო