ფოთში ტაეკვონდოს  ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია სამი მწვრთნელი

ფოთში ტაეკვონდოში საქართველოს ღია ჩემპიონატზე ერთმანეთს ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც სამი მწვრთნელი დააკავეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მწვრთნელებმა აცნობეს.

მათი თქმით, 7 წელია საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას სულხან ბაბუაძე მართავს და მისი მუშაობით უკმაყოფილოები არიან. მწვრთნელების განცხადებით, ისინი პრეზიდენტს ბოიკოტს უცხადებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. დღეს მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათივე თქმით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებული მწვრთნელები ფოთის პოლიციაში იმყოფებიან.

,,ინციდენტი გამოიწვია ფედერაციის არასწორმა მმართველობამ. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მწვრთნელების 95% ამ პრეზიდენტს სამი თვეა ბოიკოტს უცხადებს. ეს ადამიანი ყველაფრის იგნორირებას ახდენს. დღეს ამ ქალაქში ტარდებოდა ღია ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო 350-ზე მეტ სპორტსმენს, თუმცა ასპარეზობდა დაახლოებით 60 სპორტსმენი. დიდი ხანია ვითხოვთ ბაბუაძესთან შეხვედრას, რომ ჩატარდეს ყრილობა, მაგრამ 2016 წლიდან არ ჩატარებულა. ვინ რა საკითხებს წყვეტს, საერთოდ არა ვიცით. წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან ფედერაციის წევრები,“-განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ კლუბ ,,დოჯოს“ მწვრთნელმა შოთა გოჩიაშვილმა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ფოთის პოლიციასთან შეკრებილი არიან ტაეკვონდოს მწვრთნელები და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ფოთში ტაეკვანდოს ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - დაკავებულია 3 მწვრთნელი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა